დღეს ბევრი მიმდინარე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური. ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებითაც. იყო ძალიან ზოგადი საუბარი და კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს სანქციებზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით. გავიმეორებ, ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ გუნდის წევრებს არ ვსჯით და რაღაცა სანქციებს მათ წინააღმდეგ არ ავამოქმედებთ.
ასევე იყო საუბარი, მაგალითად, ევროკავშირის ელჩების განცხადებაზე. აქაც დეტალურად გავიარეთ ძალიან ბევრი თემა ბოლო პერიოდთან დაკავშირებით...
მე მინდა დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ იყო ძალიან ზოგადი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას, წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით აფიქსირებს ჩვენი გუნდის წევრი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, რაიმე სანქციაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, ზოგადად ნამდვილად იყო საუბარი.
ზუსტად ის პოზიცია, რაზეც მე ეხლა ვსაუბრობდი, ეს პარტიის ხელმძღვანელის პოზიცია იყო. ასე ყოფილა წინა შემთხვევაშიც და ამიტომ, წინასწარი პროგნოზი არ სჭირდებოდა დიდი, რომ არ იქნებოდა რაიმე სანქციებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მედია სივრცე გადაჭედილი იყო ნიუსებით, თითქოს რაღაც სანქციებზე უნდა ყოფილიყო საუბარი. ეს პირველ რიგში, ბუნებრივია გამომდინარეობდა პარტიის ხელმძღვანელის პოზიციიდან, თუმცა გუნდის წევრებიც არ იყვნენ მოწინააღმდეგეები იმ აზრის, რომ რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებზე არ ყოფილიყო საუბარი.
მთავარია, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას, გამოხატავდეს თავის პროტესტს, თავის ემოციას მშვიდობიანი ფორმით. მას შეუძლია ყოველთვის გამოხატოს ეს პროტესტი და ყოველთვის უნდა მოუსმინოს თითოეულ ადამიანს ხელისუფლებამ.
ის, რომ ირაკლი კობახიძემ აიღო თითქმის ყველას მაგივრად პასუხისმგებლობა და გადადგა და მეორე, როდესაც ჩვენ იმ არგუმენტის მიუხედავად, რაც დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის წევრებთან, განსაკუთრებით მაჟორიტარებთან, ფართო გამოკითხვის საფუძველზე მივიღეთ გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც აქციაზე ითხოვდნენ ეს მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს - პროპორციულ არჩევნებზე უნდოდათ გადასვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდ ნაწილს. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და პროპორციულ სისტემაზე გადავედით.