გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იყო მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე და შეფასება ვითარების, მათ შორის პოლიტიკური და პრაქტიკულად, ყველამ თუ არა დიდმა ნაწილმა, აზრი გამოთქვა ან გაიზიარა აზრი და აქედან გამომდინარე, თავი შეიკავა გამოსვლისგან. კოლეგების მოსაზრებები ყველა საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა ერთმანეთს. რეალურად, რასაკვირველია, ვისაუბრეთ ამ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. თუმცა, ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ, უნდა დაველოდოთ იმ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს. აქედან გამოდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა ამოვა იმ დონეზე, რომელზეც იგი საუბრობდა, რასაკვირველია, იგი მიღეებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და დავაფიქსირეთ ისიც, რომ პროპაგანდისტული შემოტევა ძირითადად მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ თითქოს არაფერი არ ხდებოდა და თითქოს და არანაირი შეჯახება და არანაირი პროვოკაცია ამ შეჯახებისა არ არსებობდა, რაც არასწორია.
რაც შეეხება კოლეგების მიერ დაფიქსირებულ განსხვავებულ პოზიციას, ყველამ გამოხატა გულდაწყვეტილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ გაიგეს რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენს წინაშე, ეგ არ არის მარტო გუნდურობის თემა, ეგ არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და სასამართლოს მიმართ, რომელიც არ იმსახურებს როგორც ხედავთ იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება გამოთქმული ყოფილიყო ადრე.
თანაგუნდელების განსხვავებულ აზრებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც იყო ზოგადად საუბარი. კიდევ ერთხელ დავუბრუნდით იმ საკითხებს, რა ამოცანები იდგა პარლამენტის წინაშე, რომ მიეცათ მსვლელობა გარკვეული სამართლებრივი პროცესისთვის და არა შეეცვალათ სასამართლოს ფუნქცია. მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო თანაგუნდელების განსხვავებული პოზიცია. მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც ის სამი ადამიანი.
თქვენს შეკითხვაში წინასწარ იგრძნობა უკვე ის განწყობა, რომ თითქოს არაფერი არ ხდებოდა და გამოვარდა გიორგი გახარია და მიიღო ზომები, მაგრამ ის რეალობა, რომ გადაცდომა იყო და ჭარბი ძალის გამოყენება იყო და ამან ტრაგიკული შედეგი მოიტანა ზოგიერთი ადამიანისათვის, რასაკვირველია, ეს უპასუხოდ არ დარჩება. გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ თითქოს მელიაა მარტო ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. გარდა ამისა ბევრი ადამიანია იდენტიფიცირებული.
მე შემიძლია ძალიან მკაფიოდ გითხრათ, საფრთხე რეალური იყო და ნუ გამოჩნდებით ყველაზე უფრო მცოდნე ექსპერტები იმ საკითხის, რომელიც არ იცით. საფრთხე იყო რეალური, საფრთხე იყო გარდუვალი, რომ არა ძალის გამოყენება. საქართველოს გავლილი აქვს ეს გაკვეთილი, როდესაც სერიოზულად არა მარტო ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურადაც დასცა საქართველო ძირს. ამის განმეორება არ შეიძლებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე, თავიდან ბოლომდე, თავის გაცემული ბრძანებით არის, რასაკვირველია, მინისტრის პასუხისმგებლობა მთლიანობაში, მაგრამ თუკი ამის შემდეგ ამ პროცესში იყო გადაცდომა და ძალის გადაჭარბება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა საკვირველია, ამას გამჭვირვალე და სიღრმისეულმა გამოძიებამ უნდა მისცეს პასუხი.