ჩუღურეთის რაიონში, 24 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენა-რეაბილიტაცია დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ცხელ ხაზზე 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. აქედან ყველაზე რთული მდგომარეობა იყო შვიდ მისამართზე, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.
შვიდივე მისამართზე, რაიონის გამგეობამ აღდგენის სამუშაოები მყისიერად დაიწყო: თოიძის ქ.N60, კუმისის ქ.N15, კუმისის ქ.N23, კუმისის ქ.N27, სამრეკლოს მე-2 შესახვევი N12, ასპინძის შესახვევი N1 და ასპინძის შესახვევი N2.
უამინდობის გამო დაზარალებულ მოსახლეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად შეხვდა. გამგებელი და დეპუტატი ობიექტებზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ მისამართებზე სახურავების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 115 948 ლარი გამოიყო.
ასევე, 40-მდე მისამართზე მოტყდა ხე-მცენარე, დაზიანებული ნარგაობები უკვე დამუშავებულია და მიმდინარეობს მათი გატანა.