ჩანერგილი სპეცრაზმელები თვალებში სპეციალურად ისროდნენ -

ჩანერგილი სპეცრაზმელები თვალებში სპეციალურად ისროდნენ - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" წევრი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ახალაძე აცხადებს, რომ "ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა" მომიტინგეებს დამიზნებით ესროლეს თვალში, რათა შემდგომ ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ "თვალები დაგვთხარესო".

ამის შესახებ ახალაძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასევე დაიცვა ნანა კოსტავა, რომელსაც მმართველი გუნდი გაემიჯნა სალომე ბარკერზე გაკეთებული კომენტარის გამო.

„თქვენ ხომ ნახეთ, რაც მოხდა თბილისში. ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც „ვარდების რევოლუცია" ხდებოდა, ვარდები დაიკავეს ხელში და იმ წუთშივე გაჩნდა კითხვის ნიშანი, რატომ ვარდები? - იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და საპირისპიროს მერე ალბათ, გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით, ზუსტად თვალში ისროლეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ თვალში მოგხვდეს ადამიანს, რომ ახლა იძახონ, თვალები დაგვთხარესო. რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს, შემდეგ ან დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ და ვინ - ხალხმა, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახალაძემ.

თამაზი ნაცებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი
6 წლის უკან
amo ნაცი დიაგნოზია!
6 წლის უკან
არაგველი641 ნაცი ქვეყნისათვის შავი ჭირია!
6 წლის უკან