მიხეილ სააკაშვილი თამარ ბაღაშვილით ამაყობს

მიხეილ სააკაშვილი თამარ ბაღაშვილით ამაყობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის გუშინდელ განცხადებას და ქმედებას იწონებს, როდესაც მან შს მინისტრს  პირდაპირ ეთერში გადადგომისკენ მოუწოდა, ჯალათი უწოდა და პროტესტის ნიშნად ტელეწამყვანებისა და მინისტრის შეხვედრა დატოვა.

„მე ვამაყობ იმით, რომ თამარ ბაღაშვილის თანამემამულე და თანამედროვე ვარ! ყველაზე ცოფიანი ძაღლის ფონზეც კი დაჭრილი და დაკბენილი, ინარჩუნებს სიმშვიდეს და კეთილშობილებას“, – დაწერა სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

თამარ ბაღაშვილის 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებულ 32 ჟურნალისტს შორის ერთ-ერთია.

გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეწამყვანებს შეხვდა და 20-21 ივნისის მოვლენებსა და აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი, ვინც კითხვა დასვა იყო “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც აქციის ღამეს დაშავდა. მწვავე კითხვა პასუხის შემდეგ, მან მინისტრს განუცხადა, რომ ის არ უნდა იყოს. ბაღაშვილმა გახარია ჯალათი უწოდა.

amo ამ ურჩხულის შექებისათვის გადაგარჩინა უფალმა? შანსი მოგცა და ეჰ . . .
6 წლის უკან
თამაზი რაც შენა ხარ მაოხრებელო გზირო,ისეთივეი შენი "გამპრავებელი" ბაღაშვილია, ორივეს დედაც
6 წლის უკან
უ ც ხ ო : ფერი ფერსაო! :)))
არა, ბიჭო, სუბიექტურობას დაუწუნებდა - რატომ ვანოს არ ჰკითხე 26 მაისის სისხლიანი ღამის მერე, ხელებშეკრული ორი გვამი როგორ აღმოჩნდა ჯიხურის თავზე შემოდებულიო!..

ბაღაშვილს შეუძლია თავის ყველა გადაცემას ეპიგრაფად წაუმძღვაროს გერინგის სიტყვები, საკუთარი ბელადის ჩანაცვლებით: " -- მე არა მაქვს სინდისი; ჩემი სინდისი სააკაშვილია!"
6 წლის უკან
უ ც ხ ო : P.S. სხვათა შორის, ეს სიტყვები "რუსთავი 2"-ის ეკრანზე მუდმივად უნდა იდოს, როგორც ამ კომპანიის ლოზუნგი.
6 წლის უკან
Maverick შეხვედრა დატოვა და მერე?

ვის რა გადაუღუნა?!
6 წლის უკან