დადგება თუ არა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი-პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ დარღვევებში ბრალი მიუძღვით, გამოძიებისთვის პასუხების გაცემა მოუწევთ. საერთო პოზიცია ასეთია-უმრავლესობით მოსული ახალი ხელისუფლება 1 ოქტომბრამდელი სიტუაციის დავიწყებას არ აპირებს. თუმცა დავით უსუფაშვილი იქვე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია განწყობების მიხედვით არ იმოქმედებს და თითოეულ საქმეს სამართლებრივი მტკიცებულებები დაედება. კოალიციას ოპოზიციაში გადასული გუნდის მიმართ კონკრეტული შეკითხვები აქვს-მათ შორის-როგორ ფუნქციონირებდა მკაცრი იერარქიის მქონე ცენტრალზიებული მანქანა და რა დანაშაული მიუძვის ამა თუ იმ პარალმენტარს წინასაარჩევნო პროცესების გაყალბებაში. სპიკერის თქმით, თოთოეულ ასეთ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ.