#გიორგიგახარია მშვიდობის გარანტია! – შს მინისტრის მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

#გიორგიგახარია მშვიდობის გარანტია! – შს მინისტრის მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს შინაგან საქმეტა მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერ აქციას აანონსებს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს აქციის იდეა, გიორგი გახარიას მხარდამჭერების დაჟინებული მოთხოვნაა და მათ სურთ რომ გახარია დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგეს. აქცია 29 ივნისს 19:00 რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

,,ხვალ, 29 ივნისს საღამოს 19:00 საათზე, რეპუბლიკის მოედანზე (რედისონთან) საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, ტარდება გიორგი გახარიას მხადასაჭერი აქცია!

ორგანიზატორი არავინ არაა, რადგან ეს პოლიტიკური აქცია არ არისო! ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე მივდივარ! ქვეყნის მტრების ოცნებას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ასრულდეს!

ხვალ დავინახავ რამდენ ადამიანს აღელვებს ქვეყნის ბედი რეალურად და არა მარტო აქ სოციალურ ქსელში და რამდენი აყენებს საკუთარ თავზე მაღლა ქვეყაანას!

#გიორგიგახარია ჩვენიმინისტრია! #გიორგიგახარია მშვიდობის გარანტია! #გიორგიგახარიას გადადგომა ეხლა ამ მოცემულ მომენტში ნიშნავს, ნაცების ბოროტი ძალის გამარჯვებას ყველა იმ ადამიანზე ვინც 2012 წელს ებრძოდა სისხლიან რეჟიმს!

აქვე ვამბობ 2019 წლის 20 ივნისს ჩადენილია დანაშაული, იყო გამოყენებული გადაჭარბბული ძალა და გადამეტებული უფლებამოსილებები და აუცილებლად მოვითხოვთ მათ დასჯას, მაგრამ გიორგი გახარიას წასვლა ეხლა უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებსს ქვეყანას ვიდრე არის დღეს! “ – წერს ინგა ბერიკაშვილი

გამი გიორგი გახარია არის ერთადერთი მინისტრი პოლიტიკოსი, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური ხედვა და პოლიტიკური ნება! თუ ის, სერიოზულად იფიქრებს თავის პოლიტიკურ მომავალზე, მას შეუძლია გაუძღვეს პოლიტიკურ პროცესს/შექმნას პარტია/, იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რაც მთავარია შექმნას პოლიტიკური კლასი. ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი პოლიტიკური ნების ადამიანი არ ყოფილა ქართულ ბედკრულ რეალობაში. დანარჩენი ყველანი პოლიტმახერები არიან!
6 წლის უკან
amo ეგრე რა!
6 წლის უკან