პოლიტიკოსის თქმით, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არანაირი ძალადობა არ ყოფილა.
“არანაირი ძალადობა. რუსთაველის გამზირზე იყო ჯაჯგური პოლიციასა და მომიტინგეებს შორის”, - ამბობს გუბაზ სანიკიძე და დასძენს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმიდინარე აქციის დროს ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამშველებელი იყო.
“სახლში ვიჯექი, ენა მქონდა ჩავარდნილი როდესაც დავინახე რომ რუსი იჯდა ზვიად გამსახურდიას სავარძელზე. ყველა დაზაფრულები ვიყავით. ჩვენი მოწოდებით გამოვიდა ეს ახალგაზრდობა? თუ თვითონ გამოვიდა?! ჩვენ ამას შევუერთდით.
მე პოლიცილები გამომყავდა საერთოდ, მე მგონია, ამის კადრებიც არის. როდესაც წინა რიგში ვიყავი, იქ ადამიანებს ვაკავებდი. სხვათა შორის, მიტინგების დიდი გამოცდილება მაქვს და რაღაც ილეთები ვიცი. ორი კაცი მეჭირა ქამრებით, შიგნით ჩხუბში რომ არ ჩართულიყვნენ. მე ვიყავი, პირიქით, გამშველებელი” , - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში.