„ნიკორა“ ტურიზმის მხარდასაჭერად, ერთვება კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და გასვლით ტურებს გეგმავს.
კომპანიაში დასაქმებული ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ესტუმრებიან. ზაფხულის განმავლობაში, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი მოინახულებს მარტვილს, ვარძიას, ოკაცეს კანიონს, წინანდალს, ილიას ტბას... ისარგებლებს ადგილობრივი, საოჯახო რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.
აღნიშნული ტურების მიზანია, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და წახალისება. ტურები ისე დაიგეგმება, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ცნობილი და შედარებით უცნობი ადგილების, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო იქნება.
გასვლების პარალელურად იგეგმება გათამაშებები „ნიკორას“ სოციალური ქსელით, სადაც გამარჯვებულები შიდა ტურების საგზურებით დაჯილდოვდებიან.