ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 28 ივნისს შეხვდებიან

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 28 ივნისს შეხვდებიან

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 28 ივნისს ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მანამდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. „მე მექნება კარგი საუბარი, თუმცა რას ვიტყვი, ეს თქვენი საქმე არ არის“, - ასე მიმართა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს იაპონიაში გამგზავრებამდე.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ბოლოს 2018 წლის ივლისში ჰელსინკიში შეხვდნენ. 3 მაისს კი ლიდერებმა ტელეფონით საათზე მეტხანს ისაუბრეს.