რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ფედერაციის სუბიექტში, ბურიატეთში სამგზავრო თვითმფრინავის Ан-24-ის ავარიული დაშვებისას 2 მფრინავი დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შემთხვევა ნიჟნეანგარსკის აეროპორტში მოხდა. ბორტზე სულ 43 მგზავრი იყო. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ერთ-ერთმა ძრავმა უმტყუნა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს 100 მეტრით გაცდა, შენობას შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.