ვენაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ვენაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ვენაში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

აფეთქება 5-სართულიან კორპუსში მოხდა. შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველებმა იქ მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს.

წინასწარი ცნობით, აფეთქება შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სხვა დეტალები უცნობია.