ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის 31/კლდიაშვილის 12-ში საცხოვრებელი სახლის დაზიანებული საყრდენი კედლის დროებითი გამაგრება მიმდინარეობს აღნიშნულ მისამართზე, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, დაზიანებული საყრდენი კედელი საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ფორსმაჟორულად დაიწყო გამაგრების სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილი ლითონის შემაკავებელი კონსტრუქციით გამაგრდება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნული პროექტის ღირებულება 13 000 ლარია. სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი-ემ-სი“ ასრულებს.