ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა. როგორც ცნობილია, ისინი პარაშუტით ხტებოდნენ. ამის შესხებ რუსული მედია წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა პოლიგონზე "ძველი ყირიმი" მოხდა. მანევრის შესრულებისას ორივე სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროებმა დროულად ვერ მოახერხეს პარაშუტის თოკებისგან გათავისუფლება, რაც გახდა მათი დახრჩობის მიზეზი.

მომხდარის მიზეზს შესაბამისი უწყებები იძიებენ.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია, რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.