აშშ-მექსიკის საღვარზე მამა-შვილი დაიხრჩო

აშშ-მექსიკის საღვარზე მამა-შვილი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა აშშ-მექსიკის საღვარზე. წყალმა დამხრჩვალი მამა-შვილის ცხედრები გამორიყა. ფოტო საკმაოდ ემოციურია და საიმიგრაციო კრიზისს ასახავს. ამის შესახებ CNN წერს.

სალ­ვა­დო­რე­ლი მიგ­რან­ტი ოს­კარ ალ­ბერ­ტო მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია, მექ­სი­კა­ში მდი­ნა­რე რიო გრან­დეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს. ბავშვს მამაზე ხელი აქვს მოხვეული.

ეს არაა მსგავსი ტრაგედიის პირველი შემთხვევა. კვირას აშშ-ში გადასვლის მცდელობისას ქალი და 3 ბავშვი დაიღუპა. 2018 წელს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 283 ადამიანი გარდაიცვალა.

მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.

აშშ-სა და მექსიკას შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება 8 ივნისს შედგა. კერძოდ მექსიკას ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტარიფების გაზრდა აღარ ემუქრება, რადგან მექსიკამ გვატემალის საზღვართან დამატებით 6,000 სამხედრო განათავსა, ასევე დადო პირობა, რომ მიიღებს "გადამწყვეტ ზომებს" ადამიანებით კონტრაბანდის ქსელების აღმოფხვრაში.

ამერიკა მზადაა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა დააჩქაროს.