ნიცაში Boeing 777-ი აეროპორტის შენობას დაეჯახა

ნიცაში Boeing 777-ი აეროპორტის შენობას დაეჯახა

საფრანგეთში, ნიცაში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 777-ი აეროპორტის შენობას დაეჯახა, წერს გამოცემა The Daily Star.

გამოცემის ცნობით, ავიალაინერი Boeing 777-ი კომპანია Kuwait Airways ეკუთვნის. ავარია მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი აეროპორტში საფრენ ზოლზე დაეშვა და ამ დროს მარცხენა ფრთით აეროპორტის შენობას დაეჯახა. ავარიის შედეგად თითმფრინავის შემდგომი ფრენა გადაიდო.