იტალიური მაფიის ბოსი ურუგვაის ციხიდან გაიქცა

იტალიური მაფიის ბოსი ურუგვაის ციხიდან გაიქცა

იტალიის მაფიის ბოსი როკო მორაბიტო ურუგვაის ციხიდან გაიქცა. ის იტალიაში ექსტრადირებას ელოდებოდა. ინფორმაციას ურუგვაის შსს ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაი ნარკოტიკებით მოვაჭრე პატიმრის ექსტრადირებას დასთანხმდა. მას „მილანის კოკაინის მეფედ“ იცნობენ.

როკო მორაბიტო 2017 წელს ურუგვაიში დააკავეს, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.