რუსეთში პოლონეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის 14 წელი მიუსაჯეს

რუსეთში პოლონეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის 14 წელი მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პოლონეთის მოქალაქეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც რუსული მედია წერს, მარიანა რაზდაევსკი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.

რაზდაევსკის საქმის მასალები გასაიდუმლოებულია, სასამართლო პროცესი კი დახურულ რეჟიმში მიმდინერობდა. მედიის ცნობით, პოლონეთის მოქალაქე ბრალს არ აღიარებს.