პარლამენტის ფოიეში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ფოიეში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ფოიეში დეპუტატ ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა. ადა მარშანია ბოკუჩავას მიმართა, რომ ის არის „მიშას დაქალი და პროვოკატორი“. ბოკუჩავამ ადა მარშანიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და საპასუხოდ უთხრა, რომ ესმის მისი გაღიზიანების.

ბოკუჩავამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს მიმართა, რომ ის გაღიზიანებულია იმით, რომ მოსახლეობა რუსეთს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.

უ ც ხ ო : რუსულ ოკუპაციას - ჯერ კიდევ სისხლმდინარეს, ცხედრებდაუმარხავს და, რაც მთავარია, საკუთარი უტვინობის შედეგს - ტაშ-ფანდურით შეხვდით რუსთაველზე 08-ის 10 აგვისტოს და ახლა, 11 წლის შემდეგ აპროტესტებთ, ნაც-აფერისტებო?!
4 წლის უკან