ეთიოპიაში ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს

ეთიოპიაში ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს

ეთიოპიაში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, გენერალი სეარ მეკანონი და ერთი ოფიცერი დედაქალაქ ადის-აბებაში საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა. რადგან გენერალი და ოფიცერი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას აღუდგნენ წინ.

BBC-ი წერს, რომ მანამდე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ამჰარის რეგიონში არეულობის დროს რეგიონის გუბერნატორი დაიღუპა. ამბაჩევ მეკონენი და მისი მრჩეველი უცნობმა პირებმა მოკლეს. მძიმედ დაიჭრა რეგიონის გენერალური პროკურორიც.

გამოცემის ცნობით, ამჰარისა და გუმუზის ხალხებს შორის მრავალწლიანმა დაპირისპირებამ ათობით ადამიანი შეიწირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეთიოპიაში მყოფი საკუთარი მოქალაქეები გაადრთხილა.