ქალმა, რომელსაც მარიხუანა პეპსი ჰქვია, სახელის შეცვლაზე უარი თქვა

ქალმა, რომელსაც მარიხუანა პეპსი ჰქვია, სახელის შეცვლაზე უარი თქვა

ამერიკელმა ქალმა, რომელსაც მარიხუანა პეპსი ჰქვია, სახელის შეცვლაზე უარი თქვა. 46 წლის მარიხუანა პეპსი ვანდიკი ამბობს, რომ თავისი სახელის გამო ხშირად დასცინოდნენ კიდეც. თუმცა, ამის მიუხედავად, თავისი სახელის შეცვლაზე არასდროს უფიქრია. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ის იხსენებს, დედამ უთხრა, რომ თავის დამკვიდრებას სწორედ ამ უჩვეულო სახელის გამო შეძლებდა. წინააღმდეგობების მიუხედავად, ის წარმატებული ექიმი გახდა.

ის ახლა გათხოვილია, ილინოისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ვაჟი.