ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. არის მსხვერპლი

ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. არის მსხვერპლი

უბედური შემთხვევა მოხდა ინდოეთში. ქვეყნის მთიან ნაწილში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულია სულ ცოტა 44 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

ავტობუსში 60-ზე მეტი ადამიანი იყო. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ინდოეთში წლის განმავლობაში საშუალოდ 11,000 ადამიანი იღუპება ავარიით.