ეკონომიკის სამინისტრო ტელესაკომუნიკაციო სფეროში ფარული გარიგებების კვალის წაშლას ცდილობს. მოქმედი მთავრობა 1 წლის წინ სახელმწიფო ქონების მართვაში გადაცემაზე დადებულ ხელშეკრულებას აუქმებს, რომლის სანაცვლოდ კომპანია „გოლდენ ქომს" თბილისის ტელე ანძის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. შეწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ კი ირკვევა, რომ სახელმწიფოს მემკვიდრეობად ამორტიზებულ მეურნეობასთან ერთად უკვალოდ გამქრალი თანხები ერგო. რა სქემა იკვეთება და ვინ დგას კომპანიის უკან, რომელსაც ტელესაკომუნიკაციო სფეროსთან არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონდა.