მაყვლის მურაბა

მაყვლის მურაბა

ინგრედიენტები

მაყვალი - 4 კგ

შაქარი - 4კგ

წყალი - 4 ჩაის ჭიქა

მომზადების წესები

4 კილოგრამი გარჩეული მაყვალი ჩავყაროთ სამურაბე ქვაბში და ზედ ფენა-ფენა მოვაყაროთ 2 კილოგრამი შაქარი.

ასე დავტოვოთ რამდენიმე საათის განმავლობაში.

შემდეგ დავასხათ 2 კილოგრამი შაქრისა და 4 ჩაის ჭიქა წყლისაგან მოდუღებული სიროფი, დავდგათ ცეცხლზე და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ.