ახლა კი ჭიათურა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მაღაროელების საპროტესტო ტალღა არ წყდება. ზოგიერთი მათგანი კი მიწისქვეშ, პატარიძის სახელობის მაღაროში რამდენიმე მეტრის სიღრმეში რჩება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მის მაღაროს დატოვებას არ აპირებს. გაფიცული მაღაროელები მედ პერსონალმა მოინახულა. როგორც მაღაროს ექთნები ამბობენ ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თუ აქციას გააგრძელებენ, სინესტისა და უჰაერობის გამო შესაძლოა მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.