"ხელისუფლებამ,თავად უნდა აღკვეთოს უზნეობის პროპაგანდა" - უმრავლეოსბი წევრი "თბილისი პრეიდზე"

თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლეოსბი წევრი, ალექსანდრე ერქვანია,  საგანგებო განცხადებას ავრცელებს. დეპუტატის განცხადებით ხელისუფლებამ,  ქვეყნისა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უნდა აღკვეთოს უზნეობის პროპაგანდა და უზრუნველყოს ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა.

"ქვეყანაში დაანონსებული LGBTQI პრაიდის ჩატარება, რომელიც თურმე ე.წ. ღირსების მარშით უნდა დასრულდეს, საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მცდელობა ქართველი ერის ღირსების შელახვის. მივმართავ საქართველოს მთავრობას, მიუხედავად გარე თუ შიდა ძალების მხრიდან მიმდინარე არნახული ზეწოლისა, არ დაუშვას ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდა და გეი აღლუმი. სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხი თვითონ აღკვეთავს დაანონსებულ უზნეობას და დაიცავს ქვეყნის ღირსებას, რაც აუცილებლად გამოიწვევს არეულობასა და ქაოსს.

ვინც დღეს მხარდაჭერას უცხადებს გეი აღლუმის ჩატარებას, პროვოცირებას უკეთებს  ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს დაპირისპირებასა და ძალადობას. ქართველი ერი არასდროს დაუშვებს ქვეყანაში გეი აღლუმების ჩატარებას.

მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ქართველი ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ქვეყანას, ღირსებასა და ზნეობას არასდროს უღალატებს, რომ საქართველოში უზნეობა ვერასდროს გაიმარჯვებს, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს.

ვინაიდან პრაიდის ორგანიზატორები არ ითვალისწინებენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და უპირისპირდებიან მთელ მოსახლეობას, ხელისუფლებამ,  ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უნდა აღკვეთოს უზნეობის პროპაგანდა და უზრუნველყოს ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა,“ – ნათქვამია  ალექსანდრე ერქვანიას განცხადებაში.

სოციალისტი მცირერიცხოვანი ლგბტ პირებისა და მათი მრავალრიცხოვანი ლიბერასტი მოსარჩლეების მიერ 18-23 ივნისს დაანონსებული ღონისძიებები, რასაც მათ უწოდეს "თბილისი პრაიდი" დიდ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ლახავს რა ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის უფლებებს. ახლა ვნახოთ რას გვეუბნება საქართველოს კონსტიტუცია -
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ ი უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს უ ზ რ უ ნ ვ ე ლ საყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ს ხ ვ ა თ ა უ ფ ლ ე ბ ე ბ ი ს ა და ღ ი რ ს ე ბ ი ს დ ა ს ა ც ა ვ ა დ, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს 24 მუხლის 4 პუნქტს და "თბილისი პრაიდის" ჩატარება უნდა აკრძალოს იმ მოტივით, რომ ამ ღონისძიებების გამართვა იქნება მრავლესობის უფლებების და ღირსების შეურაცხყოფა, რაც თავის მხრივ, უცილობლად გამოიწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას!
6 წლის უკან