საპარლამენტო უმცირესობა(VIDEO)

საპარლამენტო უმცირესობა(VIDEO)

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას - დაგეგმილია 3 ფრაქციის ფორმირება. მომავალ პარლამენტში ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქცია იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელშიც პარტიული სიით გასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი გაერთიანდება და მას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს. უმცირესობის ფარგლებში შეიქმნება ასევე ორი მცირერიცხოვანი, მხოლოდ მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" და "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები". პირველს სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული აკაკი ბობოხიძე ჩაუდგება, მეორეს კი - ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, პარლამენტის სპიკერატში კი მათი კვოტით გიორგი ბარამიძეს წარადგენენ. ამასთან, უმცირესობას თავმჯდომარის მოადგილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება.