ინგრედიენტები
კარტოფილი - 1,5 კგ
ქონდარი ან როზმარინი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
ზღვის მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშეთ მარილწყალში კარტოფილი კანიანად.
ჩართეთ ღუმელი, რათა გახურდეს კარგად. წაუსვით ლითონის გამოსაცხობ ფირფიტას ბლომად ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ კარტოფილები ერთმანეთისგან პატარა დაშორებით.
დააჭყლიტეთ თითოეული კარტოფილი ჩანგლით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. წაუსვით თითოეულს ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი როზმარინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სურნელოვანი მწვანილიც.
მოაყარეთ მარილი, ცოტა პილპილი და შედგით ფირფიტა 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 20-25 წუთი, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.