ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მახათას აღმართის პირველ ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის პირველი ფენა იგება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ბი-ემ-სი“ ასრულებს.
პროექტის ღირებულება 44 000 ლარია. ივერთუბანში მიმდინარე წელს საგზაო სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე ჩატარდა. ინფრასტრუქტურული პროექტები წლის ბოლომდე დამატებით, ცხრა მისამართზე განხორციელდება.