დონალდ ტრამპი თავს პატიოსან ადამიანად მიიჩნევს

დონალდ ტრამპი თავს პატიოსან ადამიანად მიიჩნევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პატიოსანი ადამიანია. ამის შესახებ მან ABC-სთან ინტერვიუში თქვა.

"მაწუხებს ის, რომ როდესაც არასწორად არაფერი გაგიკეთებია, პატიოსანი ხარ და ისინი კუდიანებზე ნადირობენ. არის მიულერი, რომელსაც სძულს ტრამპი. ის არასდროს ყოფილა ჩემი მომხრე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, მას მიულერის გაგდება არასდროს სურდა და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. მან კიდევ ერთხელ უარყო გაპრეზიდენტებაში რუსეთის დახმარება.

რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.