სოკოსა და სტაფილოს ღვეზელი

სოკოსა და სტაფილოს ღვეზელი

ინგრედიენტები

მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა

სტაფილო - 1 ცალი

ხახვი - 3 თავი

სოკო - 250 გ

ზეთი

თხელი ლავაში - 2 ცალი, მოზრდილი

მომზადების წესები

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 1-2 წთ. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო. როცა სტაფილო დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი სოკო. მოშუშულ ინგრედიენტებს შევურიოთ ბრინჯი, მარილი და პილპილი.

ლავაშები სასურველ ზომაზე დავჭრათ და გულსართი გავახვიოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მზა ღვეზლები შევბრაწოთ.