შოკოლადის ბლინების ტორტი

შოკოლადის ბლინების ტორტი

ინგრედიენტები

შოკოლადი - 90 გ

ნაღები 32% -36% - 250 მლ

გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ

მარილი - მწიკვი

შაქარი - 100 გ +30 გ კრემისთვის

კაკაო - 4 ჩ.კ

ფქვილი - 175 გ

რძე - 350 მლ

ზეთი - 4.5 ჩ.კ

ვანილი

მომზადების წესები

შევურიოთ  ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დავამატოთ ზეთი და რძე.  კარგად ავურიოთ.

ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. დავასხათ დაახლოებით 60 მლ ცომი და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან. გავაციოთ.

ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი. მიღებული კრემი წავუსვათ ბლინებს. შეგვიძლია შევურიოთ რომელიმე ხილი.

ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.