ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ კოკაინის მომხმარებელი იყო, წერს გამოცემა The Mirror-ი.

ჯონსონმა განაცხადა, რომ კოკაინის მომხმარებელი სტუდენტობის დროს, კერძოდ კი 19 წლის ასაკში იყო. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ნარკოტიკი აღარ გაუსინჯავს. 

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების პირველ ტურში ყველაზე ბევრი ხმა ქვეყნის ექსსაგარეო მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გეგმის მიხედვით, არჩევნები ივლისში დასრულდება და გამარჯვებული ტერეზა მეის შეცვლის და პრემიერმინისტრი გახდება.

პირველ ტურში ჯონსონმა 114 ხმა მიიღო, მის მთავარ კონკურენტებს ჯერემი ჰანტსა და მაიკლ გოუვის კი 43 და 37 ხმა აქვთ. ტერეზა მეის ჩანაცვლება სულ 10 კანდიდატს სურს.

ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.