პროტესტის გამო ჰონგ-კონგში ​ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს აღარ მიიღებენ

პროტესტის გამო ჰონგ-კონგში ​ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს აღარ მიიღებენ

ჰონგ-კონგში ​ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას არ აპირებდა. თუმცა, მთავრობის სხვა წევრები მის პოზიციას არ იზიარებენ.

ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.