ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის ფრანგ მილიარდერებს თანხა ჯერ არ გადაურიცხავთ

ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის ფრანგ მილიარდერებს თანხა ჯერ არ გადაურიცხავთ

საფრანგეთში ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის ფრანგ მილიარდერებს თანხა ჯერ არ გადაურიცხავთ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

"მსხვილ დონორებს ამ დრომდე ცენტი არ გადაუხდიათ“, – განაცხადა ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ.

16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში ნოტრ-დამის აღსადგენად   $680 მილიონზე მეტი შეგროვდა. თავის მხრივ ფულის გადარიცხვის პირობა დადეს ფრანგმა მილიარდერებმაც. თუმცა, ამაოდ.

პარიზის ღვთიმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5-წელიწადში გეგმავს.

 

 

უ ც ხ ო : გაგიკვირდებათ და, არც მე!
4 წლის უკან