ციმბირში 40.000 წლის წინ მცხოვრები მგლის გაყინული თავი იპოვეს

ციმბირში 40.000 წლის წინ მცხოვრები მგლის გაყინული თავი იპოვეს

Guardian-ის ცნობით, ციმბირში 40.000 წლის წინ მცხოვრები მგლის თავი იპოვეს. ცივი კლიმატური პირობების გამო მგლის ბეწვი, კბილები, ტვინი და სახის ქსოვილები შენარჩუნებულია.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მგლის გიგანტური თავი 40 სმ სიგრძისაა და თანამედროვე მგლის ზომებისგან განსხვავდება. აღნიშნული აღმოჩენა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ, როგორ განვითარდა მგელი დროთა განმავლობაში.

Siberian Times-ის ინფორმაციით, მგელის თავი ადგილობრივმა პაველ იეფიმოვმა გასულ ზაფხულს იაკუტის რეგიონთან ახლოს იპოვა.