შვეიცარიაში ქალები ფართომასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ

შვეიცარიაში ქალები ფართომასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ

შვეიცარიაში ქალები ფართომასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ. მათი მიზანი თანასწორი უფლებების მოპოვებაა. ამის შესახებ BBC წერს.

ქალები უფრო მეტ ანაზღაურებას, პატივისცემასა და დროს ითხოვენ.

ასეთი მასშტაბური აქცია ბოლოს 1991 წელს ჩატარდა. მაშინ ქვეყნის მთავრობაში არც ერთი ქალი არ იყო. მილიონიანმა მარშმა 1991 წელს შვეიცარიაში ქალების უფლებების დაცვა კანონის დონეზე მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას 1991 წლის პროტესტის მონაწილე ქალებიც უერთდებიან.