ჩინეთში წყალდიდობამ 61 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში წყალდიდობამ 61 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში უხვ ნალექს მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 61 ადამიანი. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილებიდან 356,000 ადამიანია ევაკუირებული.  მთლიანად ან ნაწილობრივ ათასობით სახლი და 3,71 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწა განადგურდა.

ქვეყანას $1.93 მილიარდი ზარალი უკვე მიადგა.