ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კანდიდატი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ქართული საბანკო სისტემა ცივილებული მსოფლიოს სტანდარტებისაგან ბევრად შორს არის. ნოდარ ჯავახიშვილმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც წინა პარლამენტმა მიიღო, აუცილებლად შეიცვლება, რადგან ბოლო დროს უწყებაში კვლალიფიციურ კადრებზე მეტი პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ. დღესვე ნოდარ ჯავახიშვილი გიორგი ქადაგიძესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქადაგიძე ცრუობს როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება უპირველესად გადადგომას უნდა ნიშნავდეს