"თელასის" ყოფილი თანამშრომლები დახმარებისთვის „ქართულ ოცნებას" მიმართავენ. ისინი კოალიციის ცენტრალურ ოფისში დღეს განცხადებას შეიტანენ, შემდეგ კი აქციას გამართავენ. შეგახსენებთ, თელასის თანამშრომლების ნაწილი უმუშევარი დარჩა. ამის მიზეზი უწყებაში დაწყებული რეორგანიზაციაა. ხელმძღვანეობის შეცვლის შემდეგ დასაქმებულებს წასვლის შესახებ განცხადებებს იძულებით აწერინებენ. დეტალურად ამის შესახებ მომდევნო გამოშვებებში ვისაუბრებთ.