ინგრედიენტები
ყველი - 100 გ
არაჟანი - 250 გ
კვერცხი - 4
ხახვი - 2-3
პელმენი - 800 გ
მარილი და პილპილი
მწვანილი
მომზადების წესები
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ.
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ფორმას წავუსვათ ზეთი და ღუმელში შევათბოთ. გამთბარი ფორმა პელმენებს აღარ მიიკრავს.
გადავიტანოთ პელმენები ფორმაში ერთ ფენად, ზემოდან დავაყაროთ მოშუშული ხახვი.
ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ არაჟანი, მარილი, პილპილი. დავასხათ პელმენებს. ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ და შევდოთ ღუმელში 40 წთ. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
რეცეპტის გადაკეთება შეგვიძლია გემოვნების მიხედვით: დავამატოთ სხვადასხვა ბოსტნეული, სოკო