ნავალნი გაათავისუფლეს

ნავალნი გაათავისუფლეს

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე დაკავებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა საერთო რიცხვი 200-ს აღემატებოდა. ივან გოლუნოვის მხარდამჭერი მსვლელობაში სულ 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის მონაწილეები მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მივიდნენ. მოსკოვის მერიას აქციის გამართვის ნებართვა არ გაუცია. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.