ტრამპი: 2020 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნისგან ჩემი მეტოქის შესახებ კომპრომატს მივიღებდი

ტრამპი: 2020 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნისგან ჩემი მეტოქის შესახებ კომპრომატს მივიღებდი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს თუ უცხო ქვეყანა მისი კონკურენტის შესახებ დამაზიანებელ ინფორმაციას მიაწვდის, ის ამას მოისმენს და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გაუზიარებს. ამის შესახებ BBC წერს.

„თუ მათ აქვთ ინფორმაცია, მე მას მივიღებდი. ამ ინფორმაციას მოვისმენდი. მოსმენით არაფერი დაშავდება. თუ ვიფიქრებდი, რომ რამე საგანგაშო ხდება, შესაძლოა, FBI-სთვის მიმემართა. მაგრამ როდესაც ვინმე მოდის და მთავაზობს ოპონენტის კვლევას… თუ კონგრესმენებს ჰკითხავთ, ისინი ამას აკეთებენ... ეს ასე ხდება ხოლმე. ამას ჰქვია ოპონენტის კვლევა“, - განაცხადა ტრამპმა.

ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა კითხვაზე - ხომ არ იქნებოდა ეს უცხო ქვეყნის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს ასე არ არის“.

მომხდარს გამოეხმაურა ჯოზეფ ბაიდენი. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი  „ღიად მიესალმა უცხო ქვეყნების ჩარევას აშშ-ის საარჩევნო პროცესში“.