კოსოვოს „თავისუფლების ორდენი“ ბილ კლინტონს გადასცეს

კოსოვოს „თავისუფლების ორდენი“ ბილ კლინტონს გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ "თავისუფლების ორდენით" დააჯილდოვა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

ტაჩიმ კლინტონს უწოდა „კოსოვოს გმირი“ და მადლობა გადაუხადა მას კოსოვოს "თავისუფლებისათვის საფუძვლის ჩაყრაში" შეტანილი წვლილისათვის.

კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი და სხვა უცხოელი ოფიციალური პირები პრიშტინაში იმ ცერემონიას დაესწრნენ, რომელზეც კოსოვოში ნატოს ჯარების შესვლის მე-20 წლისთავი აღინიშნა.

ნატოს საჰაერო დარტყმებმა სერბებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის კონფლიქტი დაასრულა, რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.