მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში, ტაბასკოს შტატის ქალაქ ჰუიმანიგილიოში საკუთარ სახლთან ჟურნალისტი ნორმა სარაბია მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში ორი შეიარაღებული კაცი მონაწილეობდა, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ნორმა სარაბია გამოცემა Tabasco Hoy-ის ჟურნალისტი იყო.

ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2000 წლიდან მექსიკაში 145 ჟურნალისტი მოკლეს.