იტალიაში 1000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენისთვის გემის კაპიტანს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

იტალიაში 1000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენისთვის გემის კაპიტანს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

გერმანული გემის კაპიტანს პია კლემპს ხმელთაშუა ზღვაში 1000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენისთვის იტალიაში 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

35 წლის პია კლემპს ბრალი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში ედება. იტალიის პროკურატურის მტკიცებით, კლემპი მიგრანტებს ხმელთაშუა ზღვაში, დათქმულ ადგილებში ხვდებოდა, სადაც შემდეგ მათი გადარჩენის ინსცენირება ხდებოდა.

კლემპის გემი „იუვენტა“ 2017 წლის ზაფხულში დააყადაღეს. ინტერნეტში შეიქმნა მისი მხარდამჭერი პეტიცია, რომელსაც უკვე 80 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისინი იტალიისგან გამოძიების შეწყვეტას და საქმის დახურვას ითხოვენ.