ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისაკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდათ იგრძნოთ წყლის სიგრილე, მიიღოთ რუჯი ყველასგან განმარტოებით სიწყნარეში, ან მხიარულად გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენების დღეები, საუკეთესო გამოსავალი აუზის შეძენაა. თუმცა რა უნდა გააკეთოთ თუ ეზოს სივრცე პატარაა და არც დიდი თანხების დახარჯვა გსურთ? საუკეთესო გამოსავალი ამ დროს გასაბერი, ან კარკასული აუზის შეძენაა.
ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ შეარჩიოთ სწორად კარკასული და გასაბერი აუზები და სად შეიძინოთ ისინი საუკეთესო ფასად.
კარკასული და გასაბერი აუზების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მარტივია მისი მოვლაც და მონტაჟიც, არ საჭიროებს მიწის ამოთხრას და მთელ რიგ სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარია, ბევრად უფრო ეკონომიურია.
მისათვის რომ გაგვეგო, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად აუზი და რომელი ბრენდია ყველაზე გამძლე და გამოცდილი, საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ ვესტუმრეთ.
როგორც „გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, აუზები უნდა შეირჩეს მომხმარებლის ასაკისა და ეზოს სივრცის მიხედვით. კერძოდ:
0-3 წლამდე ბავშვებისთვის უმჯობესია 15-20 სმ-დე სიღრმის აუზის შეძენა. ასევე სასურველია აუზს ჰქონდეს გადახურვა, რადგან ბავშვი დაცული იყოს პირდაპირი მზის სხივებისგან. პატარა ზომის გასაბერ აუზებს „გორგიაში“ 6.85 ლარიდან შეიძენთ, ხოლო გასაბერ აუზს გადაფარვით 41 ლარად. გორგიაში შეგიძლიათ ასევე ნახოთ გასაბერი აუზი წყალქვეშა სამყაროს სურათებით, რომლის ფასია 29.2 ლარი.
3-7 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 50სმ-დე სიღრმის როგორც გასაბერი, ასევე კარკასული აუზები. „გორგიაში“ სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აუზები დაგხვდებათ, რაც ნამდვილად არ მისცემს ბავშვს მოწყენის საშუალებას. მსგავსი ტიპის აუზებს გასაბერს 80, ხოლო კარკასულს 211 ლარიდან შეიძენთ „გორგიაში“.
7-12 წლამდე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სასურველია 1 მეტრამდე სიღრმის კარკასული აუზი შეიძინოთ, რომელიც სიგრძეში 2-3 მეტრია. ასეთი აუზები კომფორტულია და თავისუფლად ცურვის საშუალებას აძლევს მოუსვენარ ბავშვებს. მსგავსი ტიპის აუზების ფასი „გორგიაში“ 273 ლარიდან იწყება.