ზაალ ანჯაფარიძე:  ალტერნატივის არსებობის გარეშე, მოქალაქეების საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება დაუშვებელია

ზაალ ანჯაფარიძე: ალტერნატივის არსებობის გარეშე, მოქალაქეების საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება დაუშვებელია

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის მომსახურების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მაგთიფიქსის" აბონენტებისთვის სერვისის შესაძლო გაუქმება არა მხოლოდ მაღალმთლიან, ძნელადმისადგომ ადგილებში, კონფლიქტის ზონაში სადერმარკაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, ფაქტიურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომუნიკაციის ამ არხის ამოვარდნა უსაფრთხოების ფაქტორს უკავშირდება და ვისაც ესმის ეს საკითხი ალბათ დეტალური ახსნა არ სჭირდება. გასაგებია რომ კერძო კომპანიაა და თავის ინტერსები აქვს, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს. მოულოდნელად,

. იმედია ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია", რომელიც ხშირად ამაყობს მისი სოციალური პროგრამებით მონახავს ოპტიმალურ გამოსავალს. თუ არა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რამე ალტერნატივაზე და რაც შეიძლება სწრაფად