ოდესაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ოდესაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის ქალაქ ოდესაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად  6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მაშველებმა 15 პაციენტის გადარჩენა შეძლეს. ცეცხლმა 500 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობას 50-ზე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

უცნობია, რამ გამოიწვია აალება. მომხდარის მიზეზს სპეციალისტები იკვლევენ. დაღუპულების ახლობლებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერით“ მიუსამძიმრა.