"ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად"

საპენსიო სააგენტოს დირექტორი საინვეტიციო საბჭოს წევრების საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კომენტარს მედიასთან აკეთებს. ლევან სურგულაძე კიდევ ერთხელ საუბრობს საბჭოს წევრების მაღალ კვალიფიციურობაზე და აცხადებს, რომ შერჩეული პირები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან არიან. ,,საინვესტიციო საბჭო, შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მომავალში დამტკიცდება. ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად. ხუთი საბჭოს წევრია შერჩეული, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დღეს იყო საკომიტეტო მოსმენა, ამის შემდეგ უკვე იქნება პარლამენტში მათი დამტკიცება." - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.